რას ვნახავთ უფლისციხეში
1. შევდივართ რა მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ღობის შიგნით იწყება კლდეში გაკაფული გზა რომლის
სიგრძე არის 1 მ. სიგანე 2-2.5 მეტრი ზოგგან
3 მეტრიც.ამ გზას ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ბატ.თამაზ სანიკიძე უკოდებს წმინდა გზას.ამ გზაზე არის ერთი საწნახელი დაახლოვებით თანამედროვე საწნახელის ტიპისა რომელსაც
აქვს დასაწნეხად სპეციალ;ური თხრილი
და ბადაგის შესაგროვებელი ორმო.ეს თხრილი ორმოსთან დაკავშირებულია სპეციალური ხვრელით.წმინდა გზა მთავრდება აღმოსავლეთის კარიბჭესთან
მდებარე მოედანზე. ამ მოედანზე ყოფილა შუასაუკუნეების საცხოვრებლები.აი აქედან იწყება
დიდი კარიბჭე,რომელიც მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთით,რომლის უბე საომედოდ იყო გადაკეთილი გალავნის მძლავრი კედლებით და კოშკით. ამ კოშკის
კვალი დღეს აღარ ჩანს ამ ადგილზე დღეს დგას
ფეოდალური ხანის მძლავრი კედელი.როგორც უკვე
ვთქვით კარიბჭეს გარედან ადგებოდა
„ წმინდა გზა „ და მოედანი, მოედნიდან თხრილზე
გადებული პატარა ხიდიტ კარიბჭის ავლის
შემდეგ მოხვდებით მთავარ ქუჩაზე.
2. სამხრეთის
მცირე კლდეკარი ანუ მცირე კარიბჭე იწყება ნასოფლარ უფლისციხის მხრიდან.მცირე კლდეკარი
დასავლეთის კარებია და წარმოადგენს ღია გვირაბს . მისი სიგანე 1.58 მ. ხოლო სიგრძე
60 მ-ია. ეს გზა არის მხოლოდ ფეხით მოსიარულეტათვის..აქ
კარებს იცავს გზის ბოლოს არსებული კოშკი. ამავე დროს ამ გზაზე ასვლა შეუძლებელი იყო მტრისთვის,რადგან შუა გზაზე
არის 4.3 მეტრის დიამეტრისა და 14 მეტრის სიღრმის ორმო,რომელზეც იქნებოდა ფიცრის
ხიდი და საჭიროების შემთხვევაში მას იღებდნენ და ეს გზა მიუვალი იქნებოდა მტრისთვის
.
მესამე
შესასვლელი ქვაბულ ქალაქში არის გვირაბი უნდა ითქვას რომ გვირაბი თვით ქალაქის ხნოვანებისაა.გვირაბი
წარმოადგენს საიდუმლო კარს.საერთოდ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც საიდუმლო გასასვლელი უკეტდებოდა
მტელ რიგ ქალაქებსა თუ ციხეებს. აქ უფლისციხეში გვირაბი,გარდა იმისა რომ საიდუმლო გასასვლელი
იყო ამავდროს წყლით მომარაგებაც ეკისრებოდა,რადგან გვირაბის დასაწყილი მდინარე მტკვრით იყო ნაკლებად
ან მთლიანად დაფარული. უნდა ვივარაუდოთ,რომ ამ დროს მდინარე მტკვარი ამ დონეზე მიედინებოდა.ასე იყო მდ.ტეხურაზე (ანუ
ციხე-გოჯს),აგრეთვე ხერთვისის ციხეს,ბათუმის ციხეს,პეტრა-ციხისძირს მცხეთას,თბილისს
და ა.შ.თუ კარგად დავაკვირდებით გვირაბის გაკეთების ტექნიკურ მდგომარეობას რომელიც
გაკეტებილია არა პირდაპირ ჩაკაფვით,არამედ მკვეთრად გადატეხვით, გასაოცარია გასაოცარია
გვირაბის გაყვანა,რა საშუალებებით გავიდნენ დანიშნულ წერტილში, რა მათემატიკური გამოთვლებით
მოხვდნენ მოცემული წერტილიდან სასურველ წერტილამდე.გვირაბის შესასვლელში არის სამი
მეტრის მანძილზე ვიწრო შესასვლელით ჰორიზონტალური ადგილი რის შემდეგ ერთი მეტრის ამაღლებული
ადგილიდან იწყება კლდეში კვეთილობისავე კიბის საფეხურები(ამჟამად მოცვეთილია და გაკეთებულია
ხის საფეხურები).თვითონ გვირაბი არის სამი მეტრის დიამეტრის და 41 მეტრის სიგრძის დაახლოებით
შუა ადგილზე გარდატეხილია მახვილი კუთხით.ეს ალბად იმიტომ,რომ საჭირო იყო მტრის შემოსევისას
მცველი რომელიც გვირაბის თავზე იყო მას ისრით თუ სხვა საბრძოლო იარაღით ვერ ესროლადა.
